1757269592
კატარმა გაეროს უშიშროების საბჭოს აცნობა, რომ ისრაელის ქმედებებს არ შეეგუება

კატარმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს აცნობა, რომ ისრაელის ქმედებებს და რეგიონული უსაფრთხოების დარღვევას არ შეეგუება.
აღნიშნულის შესახებ საუბარია გაერო-ში კატარის ელჩის მიერ საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში, რომლის შინაარსს საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„კატარის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ ლაჩრულ კრიმინალურ თავდასხმას, რომელიც აშკარა დარღვევაა ყველა საერთაშორისო სამართლისა და ნორმის“, – აღნიშნულია წერილში.
როგორც ელჩი წერილში აღნიშნავს, თავდასხმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი დეტალები გამოქვეყნდება, როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება. ამასთან, ის თავდასხმას „სერიოზულ ესკალაციად“ აფასებს.
ცნობისთვის, ისრაელმა კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე მიიტანა იერიში. სამიზნე დოჰაში მდებარე „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. „ჰამასის“ განცხადებით, თავდასხმის დროს სულ ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, „ჰამასის“ ხუთი წევრი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კატარის დედაქალაქი დოჰა მხარეებს შორის მოლაპარაკებების ადგილი იყო.

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1757445924