პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აღწერს და სოციალურ ქსელში წერს:
„როგორ ებრძვის საქართველო ომიკრონს.
საქართველოდან წასვლის წინ, გადავწყვიტე საველე ეპიდემიოლოგიის პილოტი ჩამეტარებინა
დილა, „კოფი ლუი“ კაფე ჭავჭავაძის პროსპექტზე, ყოფილი „ფრანციის“ ტერიტორიაზე. ძალიან მცირე ფართი და საკმაოდ ბევრი მაგიდა. მაგიდებს შორის დისტანცია ძალიან პატარა. დახურული სივრცე, და საკმაო რაოდენობის კლიენტი. არავინ გეკითხება გაქვს თუ არა კოვიდ პასპორტი
შუადღე. სამარშრუტო ტაქსი. გადაჭედილი, ფეხზე დგას ერთი 7 ადამიანი, ჩათვალეთ რომ კალთაში გიზით. ყველა ფანჯარა დაკეტილი. მძღოლზე შენიშვნის მიცემისას, რატომ ამოჰყავს ამდენი ხალხი მივიღე პასუხი - მერიამ ნება დაგვრთო, 5-6 კაცი გავაჩეროთ ფეხზეო.
ტესტირების ცენტრი. ცენტრში შესულებს ურიგებენ ბახილებს. ცენტრში ბევრი ხალხია, ამიტომ გარკვეული ნაწილი გარეთ გამოდის, იგივე ბახილებით. არადა ბახილების დანიშნულება უნდა იყოს, რომ არ შეიტანო ცენტრში გარედან მტვერი, სიბინძურე და მიკრობები. შესაბამისად, კითხვა, რა აზრი აქვს ბახილების დარიგებას
პოზიტიური მხარე - კოვიდ ვირუსი არ არსებობს, ნუ საქართველოში მაინც“