შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" გაფრთხილება აბონენტებს

შუქი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 მაისს 12:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ გლდანში, გრიგოლ ორბელიანის, ბარბარე გამრეკელის, ბარათაშვილის, ქ. თბილისში გულისაშვილის, ზაქარია მაისურაძის, ვლადიმერ ჟღენტის და მიმდებარე ქუჩებზე, თიანეთის გზატკეცილზე.

12:00-დან 18:00 საათამდე დენი გაითიშება სოფლებში: თხინვალა, ზემო ლისი, მსხალდიდი, ქვემო ლისი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აცხადებენ კომპანიაში.