პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალურ ქსელში ემიგრანტი დედის ემოციური წერილი გავრცელდა, რომელიც შვილის ბოლო ზარს ვერ დაესწრო. ლალი გვიჩიანი ხუთი წელია ემიგრანტია. მისმა ქალიშვილმა მარიამ ქოჩიაშვილმა ოქროს მედალზე დაასრულა სკოლა.
"მაპატიე, დე, ვერ აგისრულე, რასაც შეგპირდი. გუშინ ბოლო ზარი იყო, ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც ერთად უნდა გაგვეზიარა. გვიჭირს მიმღებლობა ჩვენი არჩეული ყოფადობის, მეც დამნაშავეს ვეძებდი იმ პირობის არშესრულებისთვის, რომ ვერ ჩამოვედი. ადვილია დანაშაულის სხვისთვის დაბრალება და მეც ჩემი ქვეყნისკენ გავიშვირე ხელი, ბრალეულობა იმას დავაკისრე. დავფიქრდი და განდეგილივით ხმა გამეყინა, იმ მთა და ბარს ვადანაშაულებ, ჩვენი წინაპრების და ჩვენი ეპოქის გმირების სისხლით რომ არის მორწყული, იმ მშობლების ბედნიერ სახეებს შევხედე, თავიანთ შვილებთან ამაყად რომ დგანან და შემრცხვა საკუთარი თავის. დღეს ყველაზე მეტად გამიჭირდა მიმღებლობა ფულზე გაცვლილი ჩემი დაკარგული ბედნიერი წუთების.
მარიამს ვურეკავ, ჩემს ცრემლებს, გაყინულ ხმას ვმალავ... მივულოცე და მპასუხობს, დე, გულთან დაგიტოვე ადგილი ჩემს საბანკეტო პერანგზე, შენი ჩანაწერისთვისო... გული ამიჩქარდა... არაფერი მაქვს დასაწერი პატიების გარდა, იმ მოპარული ბავშვობისთვის, რასაც უჩემობა ჰქვია... ხმას ვერ ვიღებ, ვუსმენ და ერთიანად გამომაფხიზლა იმ სიტყვებმა, რომლის მოსმენაც ძალიან მჭირდებოდა - მადლიერება, რასაც გამოხატავს ჩემს მიმართ და პირობა, რამაც გამაბედნიერა, რომ არასოდეს ექნება სურვილი, დატოვოს ის ქვეყანა, რომელიც უზომოდ უყვარს და ეს ჩემი დამსახურებაა. ვუყურებ ამ ვარსკვლავ გოგო-ბიჭებს და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის იმედით მევსება გული", წერს ემიგრანტი დედა სოციალურ ქსელში.