შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

თელასი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, 15 აგვისტოს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჟინვალი, უნდილაანთკარი, იორი, არანისი, არაგვისპირი და მიმდებარე სოფლებში.

11:30 საათიდან 12:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში: აღმაშენებლის, თაყაიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.