სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 3 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვაკის დასახლების, კეკელიძის (ნაწილობრივ), პეტრიაშვილის, ჯაფარიძის, შატბერაშვილის და რჩეულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას, ხიზანბავრის, ბოჭორიშვილის და აკაკი ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის (ნაწილობრივ) და ორთაჭალის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.