შესაძლებელია თუ არა ქალმა ვერ გაიგოს ორსულობა და გააჩინოს შვილი?

ორსული

რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი „იმედის“ ეთერში საუბრობს თემაზე შესაძლებელია თუ არა ქალმა ვერ გაიგოს ორსულობა და გააჩინოს შვილი?.

„დიახ, შესაძლებელია, რომ ქალმა ვერ გაიგოს, რომ ორსულადაა. ზოგიერთ შემთხვევაში, ყოველთვის არა. ყველა ქალმა იცის, რომ ორსულობის პირველი ნიშანი არის ის, რომ ციკლი წყდება და გადაცდენა აქვს. თუმცა იმასაც ვეუბნები ქალებს, რომ მენსტრუაციის გადაცდენა ყოველთვის არ ნიშნავს ორსულობას.

მე მოგიყვებით მიზეზებს იმისა, რომ ქალი რატომ შეიძლება ვერ მიხვდეს, რომ ის ორსულადაა. ჩემს პრაქტიკაში იყო 2 შემთხვევა, ერთი თბილისში, მეორე ზუგდიდში, ქალი მოვიდა, საერთოდ არ იცოდა, რომ იყო ორსულად და იყოს 8 თვის...

პირველი შემთხვევა იყო თბილისში, როცა იყო 8 თვის ორსული, რომელსაც ორი ორსულობა ჰქონდა. ცოტა არეული ციკლი ჰქონდა, ცოტა მოიმატა წონაში მაგრამ არც ამას აქცევდა ყურადღებას...“, - ამბობს მანანა მგალობლიშვილი.

ნახეთ ვიდეო სრულად ⇓

  

ასევე დაგაინტერესებთ:

„მოსალოდნელია ყინვის გაძლიერება“ - როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

2024 წლის 25 იანვარს „მგლის სავსემთვარეობაა" - რატომაა ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ სირთულეები თავიდან აირიდოთ

GWP-ი მოსახლეობას აფრთხილებს! - გადაამოწმეთ, სად შეწყდება წყალი