პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ძალიან ცხელი ზაფხულის შემდეგ, ბუნებრივია, ყველას აწუხებს კითხვა, როგორი იქნება სექტემბერი. ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრას" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე ესაუბრა.
- ჩვენ პროგნოზირებული გვქონდა ცხელი ზაფხული, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო წყნარ ოკეანეში მიმდინარე მოვლენასთან. ე.წ. ელ-ნინიოსთან. ელ-ნინიო წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესია, რომლის დროსაც ოკეანის წყლის ზედაპირის ტემპერატურა იმატებს. ელ-ნინიო მაისში გაჩნდა, აქტიურ ფაზაში კი აგვისტოს დამდეგს გადავიდა. მისთვის დამახასიათებელია თბური ტალღები, რომელთა დროს შესაძლოა რომელიმე რეგიონში მაქსიმალური ტემპერატურები დაფიქსირდეს, მრავალწლიურ მაქსიმუმს გადააჭარბოს; ან შეიძლება ასე არ მოხდეს, მაგრამ ცხელი პერიოდი დიდხანს გაგრძელდეს.
- ჩვენს შემთხვევაში რა მოხდა?
- ჩვენს შემთხვევაში ჯერ არც რეკორდი მოხსნილა და არც განმეორებულა რეკორდული ტემპერატურა ამ დღეების განმავლობაში. თბილისისთვის მაქსიმალური ტემპერატურა, კლიმატური მონაცემით, არის 40,5 გრადუსი, რომელიც არ განმეორებულა, თუმცა მაღალი ტემპერატურების პერიოდი ამდენი ხნით რომ გაგრძელდა, უჩვეულოა. დედამიწაზე კლიმატის ცვლილება უმატეს რეგიონებში ტემპერატურის მომატებას იწვევს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეა აბსოლუტურად ყველგან, ზოგან შეიძლება დაიკლოს. საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულია ტემპერატურის მატება დაახლოებით 0.5- 0.6 გრადუსით კლიმატურ მონაცემთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1 გრადუსითაა მომატებული. ზუსტად ამ ცვლილებასთანაცაა დაკავშირებული ის, რომ ბოლო წლებში ზაფხული ნორმასთან შედარებით ცხელია. იგივე ითქმის ზამთარზეც. ბოლო წლებში ზამთარი ნორმაზე მაღალი ტემპერატურით ხასიათდება. თბილისში, 90-იანებში, თოვლი არავის უკვირდა, ახლა იშვიათობაა. ესეც კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული.
- მომდევნო ზაფხული როგორი იქნება?
- გამიჭირდება პროგნოზირება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ უფრო დათბობისკენ მიდის ტენდენცია, არ არის გამორიცხული, რომ ისევ ცხელი ზაფხული დადგეს. თვეების მიხედვითაც თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, წლევანდელი სექტემბერიც ცხელი იქნება. განაგრძეთ კითხვა:
ასევე ნახეთ:
VIDEO: 83 წლის ასაკში პირველად ნახა ზღვა - ემოციური კადრები ქობულეთის სანაპიროდან
ქართველ დედას, რომელმაც ახალშობილი იტალიაში, ნაგვის ურნებთან დატოვა, ბავშვის დაბრუნება სურს
ღვარცოფი სტეფანწმინდაში - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს