ქართველ დედას, რომელმაც ახალშობილი იტალიაში, ნაგვის ურნებთან დატოვა, ბავშვის დაბრუნება სურს

დატოვ

იტალიაში, ტარანტოს ნაგავსაყრელთან დატოვებული ბავშვის 23 წლის დედამ მისი მიტოვება გადაიფიქრა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ბოლო ცნობებით, ქართველმა ქალმა გადაწყვიტა, ჩვილი, რომელსაც ადგილობრივმა ექიმებმა ლორენცო დაარქვეს, თავად გაზარდოს.

"სამსახურის დაკარგვის მეშინოდა“, - უთხრა ახალგაზრდა ქალმა გამომძიებლებს, რომლებიც არასრულწლოვნის მიტოვების საქმეს იძიებენ.

ქალი ადგილობრივი საავადმყოფოს სამეანო განყოფილებიდან უკვე გაწერეს. ის ადვოკატთან ერთად, პოლიციის განყოფილებაში წავიდა, რათა ბავშვის დედობა ეღიარებინა, რის მერეც შეძლებს მოითხოვოს შვილის გაზრდის უფლება, თუმცა ჯერჯერობით ბიუროკრატიული პროცედურების გამო, აღიარების პროცესი არ დასრულებულა. მედია წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, დაუბრუნებენ თუ არა დედას მიტოვებულ ჩვილს თუ დანაშაულის გამო, პასუხისგებაში მისცემენ. მას გამოძიება არასრულწლოვნის მიტოვებას ედავება და მკვლელობის მცდელობის ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, შეიძლება დააკავონ. საბოლოო გადაწყვეტილება ტარანტოს არასრულწლოვანთა სასამართლოს პროკურატურამ უნდა მიიღოს.

ასევე ნახეთ:

VIDEO: თვითმხილვევლის გადაღებული კადრები ადგილიდან, სადაც კლდის ნაწილი ჩამოიშალა

დაკავებულია წყვილი, რომელმაც 6 წლის წინ შვილი ვედროში დაახრჩო და ეზოში დამარხა (რუსეთი)

ნახეთ, როგორი იქნება უახლოესი 2 კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

VIDEO: „რად მინდა ამდენი ყვავილი ამ სიცხეში... გამომიგზავნე მარწყვი, შამპანური, ბრილიანტები“ - გია სურამელაშვილი

VIDEO: „ვინცხას ძაან დაჭერილი ვყავარ... სუსტი გოგოა, მაღალკისრიანი...“ - ნახეთ გივიკო დიდიას ოჯახის წევრების რეაქცია

ნახეთ კადრები ბათუმიდან, სადაც ნანი ბრეგვაძეზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ

დღეს საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 39 წლის გახდებოდა