„საშინელება ტრიალებს“ - ბიზნესმენი ძმები მატარაძეები სამშობლოში ჩამოასვენეს

მატარაძეები

სამტრედიელი ძმების, გიორგი და საბა მატარაძეების ბარსელონაში ტრაგიკულად დაღუპვის ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა. ბიჭები ესპანეთში 2 თვის წინ ჩავიდნენ და იქ ბიზნესის დაწყებას გეგმავდნენ, თუმცა მათი დიდი გეგმები საშინელმა ტრაგედიამ იმსხვერპლა - საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის დროს, სავარაუდოდ, ძმები დაკვამლიანებისას გაიგუდნენ.  

„პრაიმთაიმთან“ „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ამბობს, რომ ცხედრები სამტრედიაში, მათ სახლშია დასვენებული, 15:00 საათზე კი დაკრძალვაა.

გიორგი და საბა მატარაძეები, საქართველოში ბარსელონაში ერთი თვის ჩასულები იყვნენ. ისინი ესპანეთში ბიზნეს პროექტის განსახორციელებლად გაემგზავრნენ, ისინი მოტო სერვისის გახსნას აპირებდნენ.

როგორც ცნობილია, ბიზნესის წამოსაწყებად, მატარაძეებს თან სოლიდური თანხა ჰქონდათ წამოღებული. თუმცა ადგილზე ჩასულებმა აღმოაჩინეს, რომ ტურისტული ვიზით შემოსულებს, ბიზნეს რეგისტრირებისთვის ლეგალური სტატუსი არ გააჩნდათ,

მიუხედავად დაბრკოლებებისა, მათ ბარსელონაში დარჩენა და ალტერნატიული გზების ძიება გადაწყვიტეს.

როგორც ადგილობრივი საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, ტრაგედია 4 მაისს გამთენიისას დატრიალდა, სანტა კოლომაში, სანტ ხოაკინის 23 ნომერში მდებარე, სამ სართულიან საცხოვრებელ კორპუსში (Calle Sant Joaquim, 23ª, Santa Coloma).

შენობაში, პირველი და მეორე სართულის სადარბაზოში, ხანძრის ორი კერა არსებობდა. სამწუხაროდ, ხანძარს ემსხვერპლა კორპუსში მცხოვრები 3 ადამიანი, მეოთხე კი მძიმე მდგომარეობაში იყო.

ძმებს საქართველოში Bikecity.Ge – მოტო სერვისი ჰქონდათ გახსნილი და საკმაოდ დიდი კლიენტურა ჰყავდათ.

ძმებმა მოტო სერვისის გახსნა ქ. ბარსელონაში ადგილზე მისვლით და დიაგნოსტიკის სერვისით,  26 აპრილს, სოციალურ ქსელში, „ქართველები ბარსელონაში“ დააანონსეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

 16 წლის ასაკში წავიდა აფხაზეთის ომში, მეთაურმა სახლში გაუშვა, თუმცა მალევე საომრად დაბრუნდა - ილია ელოშვილის აქამდე უცნობი ისტორია

„სადღაც აუცილებლად შევხვდებით, დროებით!“ - ილია ელოშვილს მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან