ვინ იყვნენ ბარსელონაში დაღუპული ძმები მატარაძეები და რა ბიზნესი ჰქონდათ საქართველოში

დაიღუპნენ

ბარსელონაში ტრაგიკულად დაღუპული სამტრედიელი ძმები, გიორგი და საბა მატარაძეები, საქართველოში ბარსელონაში ერთი თვის ჩასულები იყვნენ. ისინი ესპანეთში ბიზნეს პროექტის განსახორციელებლად გაემგზავრნენ, ისინი მოტო სერვისის გახსნას აპირებდნენ. ამის შესახებ georgianosenbarcelona წერს.

როგორც ცნობილია, ბიზნესის წამოსაწყებად, მატარაძეებს თან სოლიდური თანხა ჰქონდათ წამოღებული. თუმცა ადგილზე ჩამსულებმა აღმოაჩინეს, რომ ტურისტული ვიზით შემოსულებს, ბიზნეს რეგისტრირებისთვის ლეგალური სტატუსი არ გააჩნდათ,

მიუხედავად დაბრკოლებებისა, მათ ბარსელონაში დარჩენა და ალტერნატიული გზების ძიება გადაწყვიტეს.


როგორც ადგილობრივი საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, ტრაგედია 4 მაისს გამთენიისას დატრიალდა, სანტა კოლომაში, სანტ ხოაკინის 23 ნომერში მდებარე, სამ სართულიან საცხოვრებელ კორპუსში (Calle Sant Joaquim, 23ª, Santa Coloma).

შენობაში, პირველი და მეორე სართულის სადარბაზოში, ხანძრის ორი კერა არსებობდა. სამწუხაროდ, ხანძარს ემსხვერპლა კორპუსში მცხოვრები 3 ადამიანი, მეოთხე კი მძიმე მდგომარეობაშია. სავარაუდოდ, ისინი ნამწვისგან გაიგუდნენ.


ძმებს საქართველოში Bikecity.Ge – მოტო სერვისი ჰქონდათ გახსნილი და საკმაოდ დიდი კლიენტურა ჰყავდათ.

ძმებმა მოტო სერვისის გახსნა ქ. ბარსელონაში ადგილზე მისვლით და დიაგნოსტიკის სერვისით,  26 აპრილს, სოციალურ ქსელში, „ქართველები ბარსელონაში“ დააანონსეს.