პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
16 წლის ასაკში ქვეყნის ერთიანობისთვის საომრად აფხაზეთში წავიდა, იქიდან მეთაურმა სახლში გამოუშვა, თუმცა რამდენიმე დღეში ისევ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთის მიწის დასაცავად ისევ ჩავიდა - ეს 16 წლის ბიჭი დღეს გარდაცვლილი ილია ელოშვილის ისტორიაა, რომელსაც თადარიგის გენერალი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ამხელს...
"ერთი შტრიხი ილია ელოშვილის ბიოგრაფიიდან - დღეს, მისმა მაშინდელმა მეთაურმა მომიყვა.
16 წლის ასაკში წავიდა აფხაზეთის ომში.
მეთაურმა სცადა სახლი გაეშვა, არ მიდიოდა.
ბოლოს უთხრა, გიბრძანებ და ბრძანება უნდა შესრულდესო.
ილიას ისღა დარჩენოდა, სახლში წასულიყო.
ორი კვირის შემდეგ, ისევ ჩადის აფხაზეთში, თავის ნაწილში.
მეთაური ეკითხება, რატომ ჩამოხვედიო, ხომ გიბრძანე სახლში წასვლაო?
ილიამ უპასუხა, ბრძანება შევასრულე, სახლში წავედი და ისევ ჩამოვედიო.
მგონი ბევრზე მეტყველებს?!
დასანანია... ოჯახს და ახლობლებს გაძლებას ვუსურვებ და გულით ვუსამძიმრებ." - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დღეს გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი საკუთარ სახლში ნახეს.
გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.