საქართველოში მიწისძვრა მოხდა

miwiszvra

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები დღეს, 8 მარტს, თბილისის დროით 03:15 საათზე დაფიქსირდა.

ეპიცენტრი ქალაქ ყვარელთან, სამხრეთ-აღმოსავლეთით - 16კმ-ში, სოფელი თხილისწყარო იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3,4 მაგნიტუდა შეადგინა.