პროტესტი გრძელდება - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

აქცია

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში, აქციაზე სიტყვით გამოდიან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სტუდენტები. 

გუშინდელი მძიმე ღამის შემდეგ, დემონსტრანტები დედაქალაქის მთავარ გამზირზე კვლავ დაბრუნდნენ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზა გადაკეტილია.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო.