სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პანდემია გაგრძელდება უფრო მეტხანს, ვიდრე სხვაგან - ეპიდემიოლოგი

კორონავირუსი საქართველო

ეპიდემიოლოგი მაია კაშია ვარაუდობს, რომ საქართველოში პანდემია უფრო გვიან დასრულდება, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

„ყველანაირი ანტირეკორდი მოხსნილია, შეიძლება ითქვას, მას შემდეგ რაც ქვეყანაში პანდემია დაიწყო. ვუახლოვდებით მეექვსე ტალღის პიკურ მაჩვენებლებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პანდემია გაგრძელდება იმაზე უფრო მეტ ხანს, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რადგან ჩვენთან ვაქცინირებულია მოზარდი მოსახლეობის დაახლოებით 45%-მდე, რაც რეალურად არის ძალიან დაბალი რიცხვი“, - ამბობს კაშია.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 26 320 ახალი, დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.