დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ეკა კვალიაშვილის განცხადებით, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "ღამის პრაიმტაიმში" კორონავირუსზე საუბრობს და აცხადებს, რომ ვირუსს მიზანმიმართულად თვითმფრინავების დახმარებით ავრცელებენ.
"ანტივაქსერობა ცოდვაა და ისჯება? ჯერ მე ვარ და მერე არსებობს რაღაცები. მე რეალისტი ვარ და არა ვაქცინის მოწინააღმდეგე." - ამბობს მომღერალი.
მას გადაცემაში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი შეახსენეს, სადაც კვალიაშვილი წერდა, რომ თვითმფრინავებიდან ვირუსებს სპეციალურად ავრცელებენ.
"ვირუსებს 25 წელია თავზე აყრიან მთელ მსოფლიოს და ეს ჩემი მოგონილი არ არის, სამწუხაროდ ასეთი რამ ხდება." - ამბობს ეკა კვალიაშვილი.
მის ამ განცხადებას ნეიროქირურგი ედიშერ მაღალაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ის სიტუაციაა, როცა სიტყვები არ ჰყოფნის. ცნობილი ექიმის კრიტიკამ ეკა კვალიაშვილი გააღიზიანა და მას შენიშვნა მისცა:
" სიტყვები შეარჩიე, როცა ელაპარაკები ქალბატონს და მით უმეტეს ჩემნაირ ქალბატონს" - თქვა მომღერალმა.