1731519914
„სალომე, გთხოვ დაბრუნდი, ნეტავ დაგანახა შენი დედიკო და მამიკო რა გამწარებულები არიან...“ - რას წერს შოვში დაღუპული გოგოს ოჯახის ახლობელი
შოვში სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ 11 ადამიანს. მათ შორისაა სალომე ხეთაგური.
„გადაინაცვლა ჩვენმა საოცარმა გოგომ, იქ სადაც მართალნი განისვენებენ. საშინლად მტკივნეულია (თუმცა ჩემი ტკივილი რა მოსატანია მისი ოჯახის ტკივილთან) ცხოვრების წარმოდგენა მისი ლამაზი თვალების გარეშე. ბევრი მწერდით და მწერთ, მირეკავდით, მოდიოდით... მაპატიეთ ყველას ვერ დაგეწიეთ, თუმცა საჯაროდ გიხდით მადლობას, ღმერთმა სიკეთეში გადამახდევინოს!
ახლა კი ვინაა ნანიკო და სალო ჩემი! დედაჩემის ბიძაშვილის შვილები, და ძმის შვილები... ეს იმ ბიძაშვილის შვილები არიან ჩვენთან, რომ გაიზარდნენ და მე, რომ მათთან გავიზარდე... ბაღში, რომ მიმაცილებდა და უკანაც რომ მოვყავდი... ძმამ ცოლი, რომ შეირთო და ჩვენთან მოიყვანა, იმ დღიდან ერთად, რომ გვეძინა მე და ხათოს... და მერე მთელი სტუდენტობა შინ, რომ ვბრუნდებოდი ჩემი რძალ-მული ერთმანეთს ასწრებდნენ აივანზე დახვედრას, დღეს ეს გემრიელობა გავაკეთეთ და სახლში არ ახვიდე პირდაპირ აქ ამოდიო...
საღამოს შინ რომ შემაგვიანდებოდა ასვლა, გვიანია უკვე ნუღა ახვალ ბარემ დარჩიო და მეც იქ დარჩენას რა მირჩევნოდა... კორპორატიული წვეულებებიდან წამოსვლა დამჭირდებოდა და ნუგზარი წამომაბრძანებდა, თან მართლა წამომაბრძანებდა... ისეთი მომაკითხავდა ყველა გაოცებული გვიყურებდა და რამდენი ასეთი სითბო შემიძლია გავიხსენო... ეხლა აზა ბებო, ეს ის დედაა ახალგაზრდობაში მწარედ, რომ გამწარდა... ორი ტყუპის დედამ შვილები რომ დაკარგა... მერე თითქოს ეს არ კმაროდა და ორი არასრულწლოვანი შვილის დედა მარტო დარჩა, მეუღლის გარეშე და ასე მარტომ გაზარდა უპატიოსნესი და მშრომელი შვილები...
ყოჩაღი შვილების ყოჩაღი დედა... ეხლა კი როდესაც ცხოვრება მოესწროთ, ბედნიერი შვილების ბედნიერი დედა იყო, ასე ცხოვრების თავზე დაცემა მითხარით შეიძლებოდა?! მაპატიეთ თუ თავი შეგაწყინეთ, უბრალოდ ბევრი დამიგროვდა, არ გემშვიდობები ჩემო მხიარული და ყველაზე ლამაზო ნინიკო, სალომე გთხოვ დაბრუნდი, ნეტავ დაგანახა შენი დედიკო და მამიკო რა გამწარებულები არიან...“, - წერს ოჯახის ახლობელი.
ასევე ნახეთ: