მძიმე ავარია თბილისში - დაღუპულია 17 წლის ბიჭი
1751919367
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. რამიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
პროკურატურა აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვდა. როგორც თორნიკე მახათაძემ განაცხადა, ბრალდების მხარეს არ სჯერა ბრალდებულ გიორგი რამიშვილის პოზიცია ზურგჩანთაში იარაღის შემთხვევით ჩადებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იარაღის შენახვას კანონით გათვალისწინებული წესები აქვს, რომელიც დარღვეულია და დანაშაულს წარმოადგენს.
პროკურორის თქმით, სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართეს, რადგან მძიმე კატეგორიის დანაშაულია და არასაპატიმრო აღკვეთის შეფარდების საფუძვლები არ არსებობს. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე მკაცრი სასჯელის შიშით.
დაცვის მხარემ აღკვეთის სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა. როგორც ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, იარაღი ზურგჩანთაში შემთხვევით აღმოჩნდა და დეტალებს რამიშვილი თავად განმარტავს.
ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი განცხადების გავრცელებას გეგმავს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 აგვისტოს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
გიორგი რამიშვილს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.