„მომხდარი ფაქტი არის შეცდომის თუ დაუდევრობის შედეგი - ინციდენტი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკურ პროცესებს“ - გიორგი რამიშვილის ადვოკატი

ირმა ჭკადუა

დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი რამიშვილის ადვოკატის განცხადებით, მომხდარი „შეცდომის თუ დაუდევრობის" შედეგია და დაკავება პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არაა.

„რა ფაქტიც მოხდა... სიტყვის გამოძებნა ძალიან მიჭირს... არის შეცდომის თუ დაუდევრობის შედეგი. ამ დეტალებს, მას შემდგომ, რაც განმარტებას გააკეთებს ბატონი გიორგი, სიტყვასიტყვით გადმოგცემთ. აუცილებლად, მისი ჩვენების იმ ნაწილსაც გაგაცნობთ [ჟურნალისტებს]. მომხდარი ინციდენტი, ფაქტი, არანაირად არ უკავშირდება არანაირ პოლიტიკურ პროცესებს“, - აცხადებს უფლებადამცველი ირმა ჭკადუა.

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაკავებულ გიორგი რამიშვილს ბრალდება უკვე წარუდგინა.