გაშიფრულია ჩვილებითა და კვერცხუჯრედებით ვაჭრობის კრიმინალური ორგანიზაცია - ახალი დეტალები საბერძნეთში დაკავებულ ქართველ ქალზე

ჩვილი

საბერძნეთის პოლიციამ ჩვილებისა და კვერცხუჯრედების ვაჭრობის კრიმინალური ორგანიზაცია გაშიფრა. 

დაკავებულია 9 ადამიანი, ასევე რუმინელი ეროვნების ორი ქალი, ისინი მშობიარობისას დააკავეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის 38 წლის ქართველი ქალი.

ორგანიზაცია ბოლო ათწლეულის განმავლობაში საბერძნეთში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედებდა.

დაკავებულთა შორის არიან: გინეკოლოგი, დამხმარე რეპროდუქციული ცენტრის მფლობელი, ცენტრის ექიმი-ემბრიოლოგი.

გამოძიების ცნობით, გინეკოლოგის დავალებით ეძებდნენ გასაჭირში მყოფ უცხოელებს ბულგარეთიდან და საქართველოდან, რომელთაც კვერცხუჯრედის გაყიდვას ან სუროგაციას სთავაზობდნენ.

სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვის შემთხვევაში პოტენციური მშობლები 70 000-დან 100 000 ევრომდე იხდიდნენ, ხოლო ჩვილების ვაჭრობის შემთხვევაში ღირებულება 120 000 ევრომდე მერყეობდა.

ასევე ნახეთ:

სტიქიის ზონაში 90-ზე მეტი ერთეული მძიმე ტექნიკა ცხრა პრიორიტეტულ მდებარეობაზე მუშაობას აგრძელებს

„ჩვენთან სახლში, შოვში, თეთრი მტრედი დაფრინავს... - რას წერს მარიტა გუტაშვილი

„სასიკვდილო ზონა იყო.. სხვა ადამიანი, ვინც საშველად იყო წასული შეიძლება ისიც დაუპულიყო...“ - ალპინისტი შოვიდან