„ეეჰ, როგორ მესმის მისი... ამ ბიჭისგან განსხვავებით, ჩემი ბნელი გვირაბის ბოლოს, პატარა სინათლის ნაპერწკალი ჩანს" - რამაზ დავლაძე შოვში დაკარგული ბავშვების მამაზე

shovi

სამი შვილიდან ბოლო იმედის, პატარა ქალიშვილის პოვნის იმედით გაბრუებული და შვილის თოჯინით მოსიარულე გიორგი დაუშვილის შემყურეს, ყველას რამაზ დავლაძე გაახსენდა, კაცი, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს (2021 წლის 8 ოქტომბერს) ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა. ნანგრევებმა მისი ორი შვილი, მეუღლე და ძმა მოიყოლა... რამაზს ვაჟი დარჩა, რომელიც ტრაგედიის დატრიალების დროს, ბაღში იყო.

რამაზი "პრაიმტაიმთან" კომენტარს აკეთებს;

რამაზ დავლაძე: რა უნდა ვთქვა, განადგურდნენ ოჯახები. ძალიან ვწუხვარ და განვიცდი! მაგრამ ამდენი წუხილი და ტრაგედია არსად აღარ მეტევა! 

ეეჰ, როგორ მესმის იმ მშობლის, რომელიც ასე უგზო-უკვლოდ დადის და იმედს არ კარგავს!

ასეთ დროს ძალიან რთულია ადამიანი რამეთი ანუგეშოთ. სიცოცხლე და არსებობა, რომ საერთოდ არ გინდა, ეს ის მომენტია. ამ დროს დიდია ჭკუიდან შეშლის შანსი, სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულების შანსი. 

ამ ბიჭისგან განსხვავებით, ჩემი ბნელი გვირაბის ბოლოს, პატარა სინათლის ნაპერწკალი ჩანს, ვისთვისაც მიღირს სიცოცხლე და არსებობა; დანარჩენი, ჩემი ყოველი დღე და ყოველი წელი, ერთმანეთს ჰგავს და სრული უაზრობაა;

ღმერთმა გაანათლოს დაღუპულთა სულები; 

უფალმა დაიფაროს ჩვენი ლამაზი სამშობლო;

ასევე წაიკითხეთ:

ღმერთო, ხომ ხარ ღმერთი? აი, ამ კაცის შველას გთხოვ… იქნებ „გაუცოცხლო” ეგ თოჯინა?” – ჟურნალისტის ემოციური პოსტი

„აღარც მეტევა ამდენი ტრაგედია ჩემს დაფლეთილ და დაგლეჯილ გულში!“ - რამაზ დავლაძე შოვის ტრაგედიას ეხმიანება

„გულმა ვერ გაუძლო, ღირსეული კაცის გულმა... ნათელში იყავი გმირო“... - შოვში დაღუპული პოლიციის მაიორი სამხედრო პატივით დაკრძალეს

„ვეღარ ჩამოვდიოდით სტიქიის ეპიცენტრიდან, მირიანმა კი მთები გადადგა და ჩამოგვიყავანა... არ დამავიწყდება მისი ჩუმი დარდი, რომლის დამალვასაც ცდილობდა“ - რას წერს ჟურნალისტი რაჭაში დაღუპულ პოლიციელზე

ჩემთვის ის, მისი ოჯახით ცოცხალია...“ - რას იხსენებს მეგობარი ზაზა მესხზე