ზოდიაქოს 5 ნიშანი მალე საინტერესო შეთავაზებას მიიღებს
1731602427
2018 წელს პედოფილიის საქმემ საზოგადოება შეძრა. 43 წლის მამაკაცი გ.ვ 12 წლის მოზარდზე 4 წლის განმავლობაში ძალადობდა. საქმეში კიდევ 15 მსხვერპლი არასრულწლოვანი ფიგურირებს.
პედოფილმა დაზარალებული მოზარდი 2014 წელს გაიცნო. დანაშაულის ადგილი უმეტეს შემთხვევაში გ.ს საცხოვრებელი სახლის ლიფტი იყო. მამაკაცი მოზარდს გარყვნილი ქმედების სანაცვლოდ 30 ლარს სთავაზობდა.
„რთული ოჯახური მდგომარეობა მქონდა. მშობლებთან არ ვიყავი. ვერ მაქცევდა დედა და მამა ყურადღებას. სკოლიდან გამოვედი, ფინანსურად მიჭირდა, ამერია ცხოვრება. გ.ვ ჩემი უბნელი იყო, მზრუნველობას და ყურადღება იჩენდა. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, რომ გავიცანი. ფულმა დამაინტერესა...“, - ამბობდა დაზარალებული მოზარდი.
სისხლის სამართლის საქმეში სხვა ბავშვების ჩვენებებიც დევს. პედოფილის მსხვერპლები უმეტეს შემთხვევაში მშობლებისგან უყურადღებოდ დარჩენილი ბავშვები იყვნენ. გარყვნილ ქმედებაში მონაწილეობის სანაცვლოდ გ.ვ ბავშვებს 3-დან 30 ლარამდე თანხას სთავაზობდა. გ.მ სასამართლოში კიდევ 15 ბავშვზე აღიარა ძალადობის ფაქტი. სასამართლომ იგი 43 დანაშაულებრივ ეპიზოდში ცნო დამნაშავედ.
ასევე დაგაინტერესებთ:
„მიტოვებულ ფერმაში, გოგოს თითები დააჭრა...“ - ქართველი სერიული მკვლელის საქმე "პოლიციის ფაილებიდან"