საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ახალშობილის დედა დამატებით კვლევებზე კლინიკაში, ბადრაგის თანხლებით იმყოფებოდა

პოლიცია

ახალშობილის დედა, რომელმაც ჩვილი საკანალიზაციო მილში ჩააგდო დამატებით კვლევებზე ბადრაგის თანხლებით ფოთის სამშობიარო კლინიკა „ბომონდში" გადაიყვანეს.

მედიკოსების ინფორმაციით, ქალი დაახლოებით 5 დღის ნამშობიარევია. მათივე ცნობით,ექოსკოპიური კვლევის საფუძველზე არ აღენიშნება გართულება და თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. მან ბადრაგის თანხლებით სამშობიარო სახლი დატოვა და წინასწარი დაკავების იზოლატორში დააბრუნეს.

,,დღეს ბადრაგმა მოიყვანა ახალგაზრდა ქალბატონი , დაახლოებით ხუთი დღის ნამშობიარევია, გასინჯა მორიგე ექიმმა, ჩემს მიერ კი ექოსკოპიურად. ქალის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ბადრაგმა გადაიყვანა ისევ წინასწარი დაკავების იზოლატორში,"- აცხადებს ბომონდის" მეან-გინეკოლოგ-რადიოლოგი ნინო მაშავა.

შეგახსენებთ, ფოთში გუშინ, დევნილთა დასახლებაში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში ახალშობილის ცხედარი ხელოსანმა იპოვა.

საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ახალშობილის დედა დაკავებულია.33 წლის ქალი წუხელ პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს, ასევე გამოკითხვაზეა მისი მეუღლეც. მათ 5 წლის ბიჭი ჰყავთ.