ვინ არის კაცი, რომელიც კლინიკის ფანჯრიდან გადახტა და დაიღუპა - რას ამბობენ ახლობლები

klinika

59 წლის კოვიდ პაციენტი, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკის მე-5 სართულიდან გადახტა და გარდაიცვალა, მ.ზაქაიძეა. ამ ეტაპზე პაციენტის გადახტომის მიზეზი უცნობია. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად გარდაცვლილის მობილური ტელეფონი ამოიღეს.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, პაციენტი ექიმების მადლიერი იყო და ის კლინიკას ხვალ დატოვებდა.

პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, ბიოლოგიური სიკვდილი 19:00 საათზე დაფიქსირდა.

„ძალიან კარგად იყო, ხვალ უნდა გაგვეწერა ბინაზე. ანალიზები, ყველაფერი კარგი ჰქონდა. გაუგებრობა, რომ არ მოხდეს ფანჯრებზე სახელურები მომძვრალი გვაქვს, რაღაცით გაუღია ფანჯარა და გადახტა.“ - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.

მ. ზაქაიძე ქორწინებაში არასდროს ყოფილა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს