პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოში პირველად, მულტიფუნქციურ სივრცე „რესპუბლიკაში“ ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო საინვესტიციო ფონდის „კეტარის“ პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაცია ხვალ, 23 ივნისს დახურული ფორმატით ჩატარდება, რომელსაც როგორც კრეატიული ინდუსტრიის მენეჯერები, ასევე სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიებაზე, „კეტარის” წარმომადგენლების გარდა, პრეზენტაციას ფონდის მიერ სპეციალურად მოწვეული სტუმარი - მარტინ ლინდსტრომი, მსოფლიოში აღიარებული, ნომერ პირველი კულტურისა და ბრენდის ექსპერტი, ასევე ბესთსელერების - „Buy-ოლოგიის“, „საღი აზრის სამინისტროსა“ და „მცირე მონაცემების“ ავტორი გამართავს.
ის მოხსენებას შემდეგ თემებზე გააკეთებს: შემოქმედებითობა, კრეატიული ეკონომიკა, საზოგადოებებისა და სახელმწიფოების ტრანსფორმაციები შემოქმედებითი ეკონომიკისა და კრეატიულობის მეშვეობით.
„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც კრეატიულობის უზარმაზარი მარაგი აქვს. მთავარია გავათავისუფლოთ კრეატიულობა, რომელიც აქამდე დატყვევებული იყო. ამის დრო არის ახლა. თქვენ გაქვთ გზა აღმოსავლეთ ევროპისკენ, აზიისკენ და ევროპისკენ. მნიშვნელოვანია, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა ახლა და საქართველო შეძლებს, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული იყოს. ეს გახლავთ საუკეთესო შესაძლებლობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს არ ჰქონდა და ის სწორად ახლა უნდა გამოიყენოთ“, - განაცხადა მარტინ ლინდსტრომმა.
ფონდი „კეტარი“ არის კრეატიული კომპანიებისა და პროექტების საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც 20 ქვეყანასა და 4 კონტინენტზე ოპერირებს. ფონდის ძირითადი საქმიანობა IT ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლების კუთხით, თანამედროვე სტანდარტების შემუშავებასა და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებას მოიცავს.
ფონდს წამყვან ქვეყნებში განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი. მათ შორის, აღსანიშნავია, აშშ-ში, გერმანიაში, ესპანეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთსა და ჩეხეთში კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლების მიერ გამოყენებული დიზაინის ნამუშევრების დეპონირების სერვისი ALGO და გლობალური მედია მონიტორინგის სისტემა - AI&ML.
. ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ კრეატიულ ინდუსტრიას საქართველოში და შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ჰაბი. საშუალება მივცეთ
„დღეს მე წარმოვადგენ ისრაელში დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდს - Kettari Foundation-ს. ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ კრეატიულ ინდუსტრიას საქართველოში და რეგიონული ხასიათის ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ჰაბი შევქმნათ. ქართულ კრეატიულ ინდუსტრიას, კრეატიულ ეკონომიკას, საშუალება მივცეთ, თავისი არეალი გაზარდოს, თავისი პროდუქცია მთელ მსოფლიოს გააცნოს და ამავე დროს საქართველო დავაპოზიციონიროთ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში.
ამასთან, კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან ის პირობები შევუქმნათ, რომ ეს იყოს ადგილი, სადაც ტერმინი „შექმნილია საქართველოში“ მთელ მსოფლიოში ცნობადი გახდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანები საქართველოში ვირტუალურად იქნებიან თუ ფიზიკურად, მაგრამ ეს დოვლათი იქნება საქართველოსთვის, სამუშაო ადგილები, ინფრასტრუქტურა და ყველა ეკონომიკური ელემენტი, რომელიც ამ ინდუსტრიისთვის თანმხლებია, საქართველოსთვის შეიქმნება.
რაც შეეხება ჩვენს პირველ ნაბიჯებს. პირველ ეტაპზე ძალიან ინტენსიურად ჩავერთვებით ქართული სტარტაპების მხარდაჭერაში“, - განაცხადა „კეტარის“ ფონდის განვითარების დირექტორმა, სერგი გვარჯალაძემ.
საქართველოში „კეტარი“ შემდგომი ინვესტირების მიზნით ,პროექტების ძიებას კრეატიული ინდუსტრიის ნებისმიერი დარგიდან იწყებს, მათ შორის, IT ტექნოლოგიები, ციფრული და ტრადიციული მედია, კინოწარმოება, სარეკლამო ბიზნესი და სხვა.
ფონდი საქართველოში საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიებების სერიას, ასევე საჯარო დისკუსიებისთვის მუდმივმოქმედი პლატფორმების შექმნას გეგმავს, რომლის მიზანია ამ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანება, ასევე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.