გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს და ქართველ გულშემატკივარს ახალგაზრდული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ხვალ, 15 ნოემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, UEFA-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ მატჩს მიხეილ მესხის სტადიონზე, ხორვატიის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები კი მატჩამდე გულშემატკივრებს მიმართავენ და თამაშზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. ნაკრების ფეისბუკგვერდზე ფეხბურთელების მიმართვები ვრცელდება, მათ შორის არიან: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და ალექსანდრე კალანდაძე.