უჩა აბაშიძის ყოფილი ცოლის, დოდი ხარხელის დაკავება სიმართლეს არ შეესაბამება
1733222320
თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და საია-ს გაერთიანებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს. სარჩელები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხება, რითაც მხარეები საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვენ. ამის მიზეზად კი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ასახელებენ.
ცნობილია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს გეგმავს. მათ შორის ერთ-ერთი, შუამდგომლობა ეხება ცესკო-ს მხრიდან იმ ხელშეკრულებების წარმოდგენას, რომლის მიხედვითაც ცესკო-მ საარჩევნო ბიულეტენები დაბეჭდა. ასევე კიდევ ერთი შუამდგომლობა შეეხება, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების, ასევე აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, ექსპერტებისა და სპეციალისტების დაკითხვას და პარტია გეგმავს დღესვე სასამართლო პროცესზე მოითხოვოს მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევას, რათა დადგინდეს არჩევნების დღეს დაირღვა თუ არა ხმის მოცემის ფარულობა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ დღეს სასამართლოს მტკიცებულებებსაც წარუდგენენ.
„ნაციონალური მოძრაობა ითხოვს ყველა საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბათილობას, შესაბამისად, 26 ოქტომბრის საარჩევნო შედეგების სრულად ბათილობას, რადგან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციური სამი პრინციპის: ფარულობის, თავისუფალი ნების და საყოველთაობის ყველა უბანზე ტოტალურად დარღვევას ცესკო-მ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომლებიც ტოვებდა კვალს და ლახავდა ფარულობის უფლებას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომაცლის მიტაცების მცდელობა და ივანიშვილის სხვა პაიკებთან ერთად მას შეუძლია საქართველოს უახლეს ისტორიაში შევიდეს ან ისტორიის ნათელ მხარეს, სადაც დაიცავს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონს და ქვეყნის ევროპულ მომავალს ან დაეხმაროს ივანიშვილის მოპარული არჩევნების მიტაცებაში“, – განაცხადა ბოკუჩავამ.