სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ირინა ზარქუა გარდაიცვალა

ირინა ზარქუა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ირინა ზარქუა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ირინა ზარქუა 57 წლის იყო.

ირინა ზარქუას სასამართლო სისტემაში მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა:
1987-1989 წლებში იყო აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის კათედრის მასწავლებელი.

1989-2007 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრაზე მასწავლებლად.

2007 წლიდან დღემდე არის სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი.

1999-2005 წლებში იყო აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე.

2005-2006 წლებში იყო აფხაზეთის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2006-2009 წლებში იყო ოჩამჩირის რაიონული და ტყვარჩელის საქალაქო სასამართლოებს მოსამართლე.

2009-2013 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის სამინისტროში, იურიდიული სამსახურის უფროსის, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

2014-2015 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ და საკადრო საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე.

2015 წლის მაისიდან იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2017 წლის ივნისიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

2018-2020 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019-2020 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოში.

2020-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

2021 წლის სექტემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.