რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა ს.ს. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კარდიოლოგი ვადიმ დანელია.

ბატონი ვადიმი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს საავადმყოფოს, როგორც მაღალი პროფესიონალიზმის, დიდი პასუხისმგებლობისა და ადამიანური სითბოს მქონე ექიმი.

მისი დაკარგვა მძიმე დანაკლისია ჩვენი კოლექტივისთვის, პაციენტებისთვის და მთელი საზოგადოებისათვის.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს სახელით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - წერს კლინიკის ადმინისტრაცია.