ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ზვიად კუპრავა

„ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

წინასასამართლო სხდომა 19 ნოემბერს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზვიად კუპრავა პირველ ოქტომბერს დააკავა.

ზვიად კუპრავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 317-ე მუხლით (სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.