მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს, საზოგადოებას, რომ ბოლო წლების განმავლობაში მმართველი ძალა სამწუხაროდ, არახდენილი ოცნების პარტიად იქცა - ოთარ ჭითანავა

ოთარ ჭითანავა

პირდაპირ მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას, რომ ბოლო წლების განმავლობაში მმართველი ძალა სამწუხაროდ, არახდენილი ოცნების პარტიად იქცა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ოთარ ჭითანავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.

„ამ კვირას ვნახეთ კიდევაც, როგორი აუხდენელი ოცნება გახდა ჩვენი პენსიონერებისთვის პენსიების მომატება, თუნდაც 100 ლარით, 200 ლარით. რასაც ვხედავთ, ეს არის მიზერული თანხები, რაც მოუმატეს ახალი წლიდან – 20 ლარი არის მომატებული და 45 ლარი. თვითონ სახელმწიფო აპარატის თანამშრომლებს კი მოუმატეს 10 პროცენტით ხელფასები, მათ შორის, პარლამენტის წევრებსაც. არ ვიცი, ამ ხელისუფლების მადას არც საზღვარი აქვს სამწუხაროდ და არც ზომიერების გრძნობა. ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი იყო პარლამენტის წევრი, რომელმაც მთელი თავისი ხელფასი ოთხი წლის განმავლობაში გადაურიცხა უსახლკაროებს და სხვებს“, – განაცხადა ჭითანავამ.