„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
მინდა, ჩემი ერთი წუთი მივუძღვნა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, გიორგი კერვალიშვილი-კავკასიელის ხსოვნას, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან მოკლეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ლილუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.
ლილუაშვილმა დებატებში მონაწილე პირებს სთხოვა, დაღუპულთა ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით მიეგოთ პატივი.
„მე ტრადიციას არ ვუღალატებ და მინდა, ჩემი ერთი წუთი მივუძღვნა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი კერვალიშვილი-კავკასიელის ხსოვნას, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან მოკლეს. ასევე, 17 000 კოვიდდახოცილს, რომლებიც „ცელოფანში“ არიან გახვეული და პუტჩის შედეგად წარმოშობილი რეჟიმების მიერ დახოცილი ადამიანების ხსოვნას“, – განაცხადა ლილუაშვილმა.