„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი, მამა ლევანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალის, თათია ლომინაძის შვილს იშვილებს.
„მას ვინ გააცოცხლებს. ვერავინ. არ ჰყავს დედმამიშვილები, მამა. იმას აღარც ვახსენებ. ალბათ ახლა მთავარ საფიქრალად ბავშვი იქცევა. მე არ მაქვს ინფორმაცია ახლობლების შესახებ. თუ საჭიროდ ჩათვლით, ბებიას უთხარით, რომ მე შემიძლია ვიშვილო. მართალია, არ გვაქვს ძვირფასი სახლი, არც მდიდრები ვართ, მაგრამ როგორც ჩემი ოთხი შვილი აქამდე მოიყვანა ღმერთმა, მრწამს მასაც ისე გამაზრდევინებს“, - წერს მამა ლევანი სოციალურ ქსელში.
ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა მჟავა შეასხა, დაჭრა, ბენზინი გადაასხა, საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.
ცნობისთვის, შემთხვევა კასპში, 25 სექტემბერს მოხდა. ქალი, თბილისის დამწვრობის ცენტრში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
შსს-მ ბრალდებული დააკავა - გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.