რუსი ტურისტებისთვის მატარებელი „სოჭი“ მარშრუტით - ტუაფსე-სოჭი-გაგრა - მოძრაობას აახლებს

მატარებელი

რუსი ტურისტებისთვის, ტურისტული მატარებელი „სოჭი“ - მარშრუტით ტუაფსე-სოჭი-გაგრა, მოძრაობას აახლებს. ინფორმაციას "აბხაზია ინფორმი" ავრცელებს.

ამავე ცნობით, მატარებლის ვაგონების დიზაინი 70-80-იანი წლების სტილშია გადაწყვეტილი.

ვაგონებს აქვს ჩამრთველები, კონდიციონერი და USB-სმარტფონების დასატენად.

აღნიშნული მატარებლით რუსი ტურისტები ტუაფსედან - გაგრაში და და გაგრიდან ტუაფსეში კვირაში ოთხჯერ იმგზავრებენ.

გათავლისწინებულია ასევე შემოკლებული მარშრუტიც, სოჭი-გაგრის მიმართულებით, რომელიც კვირაში ორჯერ შესრულდება.

ზაფხულის სეზონზე აფხაზეთში რუსეთიდან უამრავი ტურისტის ჩამოსვლას ელოდებიან. მატარებელი დროგამოშვებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2 წლის წინაც მოძრაობდა.

ავტორი: თეა შონია