ლუგანსკში დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა - რა მოხდა გასულ ღამეს უკრაინაში

კორპუსი უკრაინაში

რუსეთი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას აგრძელებს. გასულ ღამეს  ლუგანსკის ოლქში დაბომბვას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  როგორც BBC-ი წერს, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეიგაიდაის ინფორმაციით, ლისიჩანსკიში იერიშის შედეგად დაიწვა გიმნაზია.  


რა მოხდა გასულ ღამეს უკრაინაში:


დონეცკის რეგიონი: გასულ ღამეს სამხედრო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა. 
 
ხერსონი რეგიონი: BBC-ის ცნობით, გრძელდება დაბომბვები - ოკუპირებულ სოფლებში „კრიტიკულად მძიმე სიტუაციაა“
 
ხარკოვი: დაბომბვის შედეგად რამდენიმე ადგილას ცეცხლი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, სამხედრო იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

უკრაინის უმეტეს რეგიონებში, გასულ ღამეს მშვიდი ვითარება  იყო. 

სხვა სიახლეები