ქუჩების გრაფიკული ნიმუშები ბათუმში, სადაც მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის ჩაბარება მოგიწევთ

martvis mowmoba

მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო გახდა. 26 აპრილიდან B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

ამ კატეგორიებში შედის მსუბუქი და მსუბუქმისაბმელიანი ავტომანქანები.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის საგამოცდო მარშრუტები შინაგან საქმეთა მინისტრმა 19 აპრილს დაამტკიცა.

ბათუმის საგამოცდო სამსახურისთვის ქალაქში ორი საგამოცდო მარშრუტია დამტკიცებული.

ბრძანების თანახმად, „პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირი დაიშვება [პირველადი გასვლა] რიგის ჯავშნით განსაზღვრულ დროს, მაგრამ პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 კალენდარული დღისა.“

ბათუმი - საგამოცდო მარშრუტი №1

ბათუმი - საგამოცდო მარშრუტი №2