გვსურს, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთს საფრთხე აღარ დაემუქროს - სერგეი ლავროვი

ლავროვი

იტალიურ ტელეკომპანია „მედიასეტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ "რუსეთი უკრაინაში სპეციალური ოპერაციის დასრულებას 9 მაისისთვის არ შეეცდება “.

„ჩვენი სამხედროები ხელოვნურად არ მოარგებენ თავიანთ ქმედებებს რაიმე თარიღს, მათ შორის, არც  გამარჯვების დღეს. კიევი ამ დრომდე ხელს უშლის მოლაპარაკების პროცესს. ზელენსკი პოზიციას დღეში რამდენჯერმე იცვლის. მას შეუძლია, ნამდვილად შეუწყოს ხელი მშვიდობის დამყარებას თუ შეწყვეტს დანაშაულებრივი ბრძანებების მიცემას თავისი ნეონაცისტური ბატალიონებისთვის და აიძულებს მათ მშვიდობიანი მოქალაქეების გაშვებასა და წინააღმდეგობის შეწყვეტას.

ჩვენი მიზანი არ არის უკრაინაში რეჟიმის შეცვლა, ამაზე ამერიკელები არიან სპეციალიზებულები. ჩვენ გვსურს აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებთა უსაფრთხოება, რათა მათ აღარ დაემუქროს მილიტარიზაცია და ნაციფიკაცია. ასევე, გვსურს, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთს საფრთხე აღარ დაემუქროს“, - ამბობს ლავროვი.

სხვა სიახლეები