„რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო ორი ვერტმფრენი“ - საგანგებო ფოტოებს და ინფორმაციას ავრცელებს

ხანძარი მთაწმინდაზე

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთაწმინდის ფერდზე ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, შეტყობინების მიღებისთანავე, მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილ ხანძარზე, მყისიერად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

ხანძრის კერის ოთხივე მხრიდან მოხდა მეხანძრე-მაშველების მობილიზება, ცეცხლის გავრცელების საფრთხის მოხსნა და შემდგომ ლიკვიდაცია.

რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
ხმელ ბალახზე და ეკალბარდზე გავრცელებული ხანძრის ქრობაში ჩართული იყო მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალა, სპეცტექნიკა და დრონები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.