საფრანგეთში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

საფრანგეთი

საფრანგეთში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნების პირველ ტურში „ეროვნული გაერთიანების” წევრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ათობით ოლქში გაიმარჯვეს.

მეორე ტურის წინ ულტრამემარჯვენეების მიერ მმართველი უმრავლესობის მოპოვების აღსაკვეთად, ასობით პოლიტიკოსმა საკუთარი კანდიდატურა უფრო ძლიერი კანდიდატების სასარგებლოდ მოხსნა.

გამარჯვების შემთხვევაში მარინ ლე პენი და მისი მოკავშირეები საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხის გადახედვას აპირებენ.

ხმის მიცემის პროცესი საფრანგეთში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო და პირველი ეგზიტპოლის შედეგები გვიან ღამით გახდება ცნობილი.