ნეპალში, ძლიერმა წვიმამ მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია - არის მსხვერპლი

წყალდიდობა

ნეპალში, ძლიერმა წვიმამ მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია. შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა, ხოლო რვა დაკარგულად ითვლება. წყალდიდობის გამო დაიკეტა ძირითადი მაგისტრალები და გზებიც. ამის შესახებ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.

პოლიციის სპიკერმა, დენ ბაჰადურ კარკიმ განაცხადა, რომ მაშველები გზების გაწმენდას და გახსნას მძიმე ტექნიკის გამოყენებით ცდილობენ.

ხელისუფლების განცხადებით, მდინარეების ნარაიანის, რაპტისა და მაჰაკალის დინება მატულობს. ბორცვიან კატმანდუში კი რამდენიმე მდინარე გადმოვიდა ნაპირებიდან, დატბორა გზები და მრავალი სახლი.

მთელ ნეპალში ყოველწლიური მუსონური წვიმების დაწყების შემდგე, სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობისა და ელვის დარტყმის შედეგად.