მთაწმინდის ფერდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

მეხანძრეები

მთაწმინდის ფერდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამჟამად მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მთაწმინდის ფერდზე, ძლიერი დაკვამლიანება იყო - ცეცხლი ოქროყანის გზისკენ, ბალახსა და ბუჩქებს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობდა.

ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, მეხანძრე მაშველებთან ერთად, ვერტმფრენიც იყო ჩართული.