1728156496
"ნანუკის შემდეგ უფრო ვაფასებთ და ვუფრთხილდებით ერთმანეთს. მან სიყვარულის გამოხატვა გვასწავლა" - ტრაგიკულად გარდაცვლილ მუსიკოსს ომარ ბურდული იხსენებს
ნანუკი ყელბერაშვილი დღეს 26 წლის გახდებოდა. მუსიკოსი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გოგონას გარდაცვალების შემდეგ, უკვე ხუთი წელია, მის დაბადების დღეს, 15 ნოემბერს კონსერვატორიაში მისი სახელობის საქველმოქმედო კონცერტი ტარდება.
ქალთა გუნდის ხელმძღვანელი - ომარ ბურდული "პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ წელს ნანუკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტით, ოთხი წლის თაიას დაეხმარებიან, რომელიც თურქეთში მკურნალობს.
ომარ ბურდული: ნანუკი გავიცანი მაშინ, როდესაც ჩვენთან, ქალთა გუნდში მოვიდა. დაახლოებით ჩვიდმეტი წლის იყო. არასდროს დაუგვიანია რეპეტიციაზე, შენიშვნა არ მიუღია, იყო მონდომებული. გახლდათ სოპრანო, კონსერვატორიაში კი ტუბის კლასში სწავლობდა.
სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა, წინა დღეს, წინასაკონცერტო რეპეტიცია გვქონდა კონსერვატორიაში. მახსოვს, ახალი კარადა შემოვიტანე და გუნდის ახალ წევრს მტვრის გადაწმენდა ვთხოვე. გადაწმინდა, მაგრამ ისევ მტვრიანი მეჩვენა. მერე ნანუკის ვთხოვე, შენებურად დაალაგე-მეთქი. გააკრიალა. ლამაზად ჩაცმული იყო იმ დღეს. მეორე დღეს წავიდა კიდეც...
... ახალი გარდაცვლილი იყო (სანამ დაიკრძალებოდა) რომ დამესიზმრა; იქ მყოფებს ნაწყენი ხმით გვეუბნებოდა, რა არის ამდენი ტირილი, ნუღარ მგლოვობთო...
ნანუკის შემდეგ უფრო ვაფასებთ და მეტად ვუფრთხილდებით ერთმანეთს. მან სიყვარული და მისი გამოხატვა გვასწავლა.
ასევე დაგაინტერესებთ: