„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2022 წლის ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით შეგვიძლია ვნახოთ, რომელ საგანში რამდენი მაქსიმალური ქულა დაიწერა, რომელ საგანში რამდენმა პროცენტმა ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი და რომელ საგანში ჩაიჭრა ყველაზე მეტი აბიტურიენტი.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი 60 ქულა 64-მა აბიტურიენტმა აიღო, აბიტურიენტთა 2,62% კი ჩაიჭრა.
ისტორიაში უმაღლესი 60 ქულა მხოლოდ 7-მა აბიტურიენტმა აიღო, ჩაიჭრა 6,68%.
მათემატიკაში უმაღლესი 51 ქულა მხოლოდ 19-მა აბიტურიენტმა აიღო, გამოცდა ვერ ჩააბარა 13,74%-მა.
ინგლისურში უმაღლესი 80 ქულა 196-მა აბიტურიენტმა დაიმსახურა. ჩაიჭრა 6, 95%.
ბიოლოგიაში მაქსიმალური 70 ქულა სამმა აბიტურიენტმა აიღო. ზღვარი ვერ გადალახა 11, 23 პროცენტმა.
ფიზიკა სულ 288 აბიტურიენტმა ჩააბარა და აქედან მხოლოდ ორმა მიიღო მაქსიმალური 63 ქულა. ჩაიჭრა 31,9%.
გეოგრაფია ათასზე მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა და მათგან მხოლოდ ერთმა დაიმსახურა უმაღლესი ქულა, აბიტურიენტების 31,1%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.
ქიმიაში მაქსიმალური 63 ქულა 8 აბიტურიენტმა მიიღო, ხოლო ჩაიჭრა 13, 6%.