დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
თელავის მე-8 საჯარო სკოლაში, აბიტურიენტი 12-ლიტრიანი წყლის ბალონით და ჩუსტებით მივიდა და ამით ყველა გაამხიარულა.
ახალგაზრდა, რომელიც 5 ივლისს გამოცდაზე ასე მხიარულად გამოცხადდა, ლაშა ღარიბაშვილია.
„ჩემს სექტორში ერთი ბიჭი 10 ლიტრიანი წყლის ბალონით და ფლოსტებით იყო. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ყველა იქ მჯდომი აპლიკანტი გაამხიარულა. ტიპი ყოველ წუთს იცინოდა“, - წერდნენ სოციალურ ქსელში.
როგორც ლაშა EDU.ARIS.GE-სთან იხსენებს, ჩუსტებით სიარული სკოლაშიც უყვარდა.
რაც შეეხება უზარმაზარი წყლის ბიდონით გამოცდაზე მისვლას, ლაშა ამბობს, რომ ის საგამოცდო ცენტრთან ადრე მივიდა, იქ სხვა აბიტურიენტებთან ერთად „ჯოკერი“ ითამაშა, რომლის პირობაც იყო ის, რომ წაგებულს გამოცდაზე 12 ლიტრი წყალი უნდა შეეტანა.
„ადრე წავედი, რომ არ დამგვიანებოდა. ტაქსებზეც პრობლემა იყო და… 8-ის ნახევარზე უკვე იქ ვიყავი და 9-ს 5 წუთი აკლდა, გამოცდაზე რომ შევედი. „ჯოკერი“ ვითამაშე გარეთ და წავაგე წყლის შეტანა. მითხრეს, ვერ შეგატანინებთო, მაგრამ ვუთხარი, ნერვიულობის დროს ბევრ წყალს ვსვამ-მეთქი და შემატანინეს. ვერავის გამასპინძლება ვერ შევძელი – ყველას თავისი წყალი ჰქონდა. ჭიქა მოვითხოვე, მაგრამ არ მომცეს და 12 ლიტრიანით ვსვამდი. 2 ლიტრამდე კი დავლიე. საგამოცდო სექტორში გამაგრილებელი არ იყო და საშინლად ცხელოდა“, – ამბობს ბიჭი.
ფოტო: edu.aris.ge