როგორია ქალის მდგომარეობა, რომელსაც ტყვია თვალში მოხვდა

ექიმი

საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კრიტიკულია მხოლოდ ერთი პაციენტის, 21 წლის ბიჭის მდგომარეობა.

რაც შეეხება ქალს, რომელსაც ტყვია თვალში მოხვდა, იგი თბილისში გამოიყვანეს და საოპერაციოდ ამზადებენ. მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. 

„დილის დაახლოებით 4 საათზე ახალგაზრდა ქალბატონი არის გადმოყვანილი საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადის მიერ. დიაგნოზი არის მარცხენა თვალის უცხო სხეული და ნაფლეთი ჭრილობა. მალე დაიწყება ოპერაცია. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ამბობს ექიმი.

დაჭრილთაგან კიდევ 4 საგარეჯოს კლინიკაში რჩება, მათ შორის ერთის, 21 წლის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.