როგორია მცირეწლოვნის მდგომარეობა, რომელიც პიტბულმა დაგლიჯა

klinika

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, 2 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც საკუთარი ოჯახის ძაღლმა დაგლიჯა,, სტაბილურად მძიმეა. 

ჩვენი ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანის შემდეგ მისი მდგომარეობა უცვლელია.

შემთხვევა ორი კვირის წინ, პეტრიაშვილის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძიძა ბავშვს კვებისთვის ამზადებდა, რა დროსაც ტელევიზორის ჩასართავად შებრუნდა. სწორედ ამ დროს დაესხა თავს მცირეწლოვანს ძაღლი.

„როგორც გავიგეთ, ბავშვი ეზოში ძიძას ჰყავდა გაყვანილი. მამა სახლში იყო, ეძინა. შემდეგ ძიძამ შეიყვანა სახლში, საჭმელი უნდა ეჭმია და ჭოჭინაში ჩასვა, მულტფილმების ჩასართავად მიბრუნდა ტელევიზორისკენ. ამ დროს ძაღლი მშვიდად იყო, თუმცა, როგორც კი ძიძა მიტრიალდა, ეცა... პიტბულის თვისება იცით, კბილები პირდაპირ თავზე აქვს ჩავლებული, კარგა ხანს ვერ გააგდებინესო.

იქვე სტომატოლოგიური კლინიკაცაა, თანამშრომლებიც გამოსულან. ჩვენი თვალით ვნახეთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ბავშვიო. გვითხრეს, რომ დიდი ხნის ნანატრი იყო...“ - უთხრა „პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა.