ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში პიტბულმა 2 წლის ბავშვი დაგლიჯა. „პრაიმტაიმმა“ მომხდარზე დამატებითი დეტალები გაარკვია. შემთხვევა პეტრიაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით, 12-ის ნახევრისთვის მოხდა.
„სახლთან სასწრაფო და პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი იყო. ჩემმა თანამშრომელმა ბავშვი პირადად ნახა, როცა სასწრაფოში გადაჰყავდათ. სულ სისხლში იყო. თავი, ტანი, სულ დაგლეჯილი ჰქონდა. ეს ძაღლი ჩვენც ბევრჯერ შეგვიმჩნევია ეზოში, მაგრამ ასე აგრესიულად არ ყოფილა. ვხედავდით აივანზე, მაშინაც, როცა ბავშვის მამა ასეირნებდა.
მოგვიანებით ჩავედით და მდგომარეობა ვიკითხეთ. გვითხრეს, ორი საათია საოპერაციოში არის, ძალიან ცუდი მდგომარეობააო.
ამბობენ, რომ ბავშვი 2 წლისაა, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, 9 თვის არის.
როგორც გავიგეთ, ბავშვი ეზოში ძიძას ჰყავდა გაყვანილი. მამა სახლში იყო, ეძინა. შემდეგ ძიძამ შეიყვანა სახლში, საჭმელი უნდა ეჭმია და ჭოჭინაში ჩასვა, მულტფილმების ჩასართავად მიბრუნდა ტელევიზორისკენ. ამ დროს ძაღლი მშვიდად იყო, თუმცა, როგორც კი ძიძა მიტრიალდა, ეცა... პიტბულის თვისება იცით, კბილები პირდაპირ თავზე აქვს ჩავლებული, კარგა ხანს ვერ გააგდებინესო.
იქვე სტომატოლოგიური კლინიკაცაა, თანამშრომლებიც გამოსულან. ჩვენი თვალით ვნახეთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ბავშვიო. გვითხრეს, რომ დიდი ხნის ნანატრი იყო...“ - უთხრა „პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა.