1732172400
„პიტბული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს“ - კინოლოგის მიმართვა საზოგადოებას
აუცილებელია, რომ პიტბული მოხვდეს გამოცდილი ადამიანის ხელში, - ამის შესახებ კინოლოგმა ზვიად ჩიხლაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ჯიში ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს.
„აუცილებელია მისი ხასიათის, ტემპერამენტის, გენეტიკის - ყველაფრის გათვალისწინება, რადგან შემდეგ ასეთი სავალალო შედეგები არ მივიღოთ. აუცილებელია, რომ პიტბული მოხვდეს გამოცდილი ადამიანის ხელში და ასევე აუცილებელია, ბევრი დროის დათმობა, ვარჯიში, წვრთნა. სხვა შემთხვევაში ვიღებთ ხოლმე ძალიან ცუდ შედეგს. რეალურად რომ ვთქვათ, პიტბული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს“, - აღნიშნა ჩიხლაძემ „ქრონიკასთან“.
რამდენიმე დღის წინ, პიტბული მცირეწლოვანს თავს დაესხა. ბავშვი ციციშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.