DogsBite.org-ის კვლევით, აშშ-ში ძაღლების თავდასხმით გარდაცვლილი 521 ადამიანიდან 76% პიტბულმა და როტვეილერმა დაგლიჯა

პიტბული

DogsBite.org-ის კვლევამ აჩვენა, რომ 2005 წლიდან 2019 წლამდე ძაღლების დაგლეჯვის შედეგად აშშ-ში 521 ადამიანი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის 76% (397 შემთხვევა) პიტბულის და როტვეილერის ჯიშის ძაღლების თავდასხმას უკავშირდება. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ ძაღლების სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, პიტბული ხშირად ვერ ახერხებს განზრახვის გადმოცემას თავდასხმამდე, ფლობენ სასიკვდილო კბენის სტილს და თავდასხმის მომაკვდინებელ, სტრატეგიული მანერას.

აშშ-ს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ადგილობრივ დონეზე აკრძალულია პიტბულის და სხვა მებრძოლის, აგრესიული ჯიშის ძაღლების გამრავლება. რეგულაციები მოქმედებს ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა ესპანეთი და ახალი ზელანდია.