ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
4 ივლისიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. თარიღის მოახლოებასთან ერთად აბიტურიენტებში ნერვიულობა მატულობს. ფსიქოთერაპევტი ლიკა წერეთელი ამბობს, რომ ღელვა ამ შემთხვევაში მათ საშუალებას აძლევს, უფრო მობილიზებულები იყვნენ.
სპეციალისტი ხსნის, რომ მნიშვნელოვანია, გამოცდების დროს განვასხვაოთ შიში, შფოთი და აღელვება.
„ხშირად, შიში ჩვენი გადამრჩენელია, ვინაიდან ის მხოლოდ რეალურ საფრთხეებს ეხება. შფოთი კი არის იმის შიში, რაც რეალური და ხელშესახები არ არის და შემაფერხებელია. აღელვება კი არის კონსტრუქციული იმიტომ, რომ როდესაც მე მცირე ღელვა მაქვს, ეს ჩემს ორგანიზმს მობილიზებას უკეთებს. ეს არის განსხვავება შფოთსა და აღელვებას შორის, ოდნავი დაძაბულობა მაქვს, მაგრამ ეს უსიამოვნო არ არის, ის მამობოლიზებელია, შფოთი კი უფრო დესტრუქციული“, – განაცხადა „იმედის“ ეთერში ლიკა წერეთელმა.
სპეციალისტი აბიტურიენტებს რჩევებსაც აძლევს, როგორ უნდა დაძლიონ ღელვა უშუალოდ გამოცდის დროს.
„ახლა წინა კვირეებია და ნელ-ნელა მატულობს, ზევით მიდის ამ აღელვის, შფოთვის რეგისტრი და როდესაც შედის ბავშვი გამოცდაზე იქ იწყება მთელი ამბავი და სწორედ ამიტომ, აუცილებლად შეეცადეთ მეგობრებო, რომ უბრალოდ დაიწყოთ სუნთქვა. არ გინდათ ინტენსიური, დაიწყეთ ღრმა, მაგრამ მშვიდი სუნთქვა (ცხვირით შესუნთქვა და პირით გამოსუნთქვა)
აბიტურიენტი, როდესაც საგამოცდო ოთახში შევა და სკამზე დაჯდება, უნდა შეეცადოს, რომ ფეხები მაქსიმალურად დააყრდნოს იატაკს, შეიგრძნოს ეს საყრდენი, რომელიც მას არავითარ შემთხვევაში არ გამოეცლება, ეს მყარი იატაკია და ის მას დაიჭერს, აუცილებლად. სკამზეც, მაქსიმალურად შეეცადოს, რომ საჯდომით კარგად შეიგრძნოს ეს საყრდენიც, რომ ისიც ძალიან მყარია და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ალბათ ისიც არის, რომ დროებით მაინც, სანამ ის დაიწყებს, მიეყრდენით საზურგეს, შეიგრძენით, რომ იქაც კარგი საყრდენი გაქვთ, პირდაპირ იქ, გამოცდაზე კარგი საყრდენია, რომელსაც შეგიძლიათ, რომ მიეყრდნოთ და ენდოთ. ეს უკვე საკმარისია, რომ მოხდეს შედარებით, ან მთლიანი დამშვიდება, გააჩნია ვის რა დონე აქვს შფოთვის“, – თქვა პირდაპირ ეთერში საუბრისას ფსიქოთერაპევტმა.